იუვენტუსსა და ვლაჰოვიჩს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა…
იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის ახალ კონტრაქტზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა მხარეები ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ ახერხებენ.
დუშანის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, იუვენტუსს მისი ხელშეკრულების კიდევ 2 წლით გახანგრძლივება და სერბი ფორვარდის ხელფასის 12 მილიონიდან 9-10 მილიონამდე შემცირება სურს.
დარიო პელეგრინის ცნობით, ვლაჰოვიჩი იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ხელფასის შემცირებაზე უარს ამბობს, რის გამოც სეზონის ბოლოს მისი გუნდიდან წასვლა რეალური ხდება.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ვლაჰოვიჩის პოტენციურ შემცვლელებად ბენჯამინ შეშკოსა და ჯონათან დევიდს მოიაზრებს.