TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჩელსის მცველი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი ჩელსის მცველის ბენუა ბადეაშილეს ტრანსფერით ინტერესდება.

23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში მოედანზე მხოლოდ 37 წუთი გაატარა, რის გამოც ის უკმაყოფილოა და იანვარში გუნდის დატოვების წინააღმდეგი არ იქნება.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ფრანგი ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და არ არის გამორიცხული, მომდევნო კვირებში ჯუნტოლიმ ჩელსისთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

error: დაცული კონტენტი !