TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დი გრეგორიო:“ სეზონი კარგად დავიწყეთ, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია“

იუვენტუსის კარის დარაჯმა მიკელე დი გრეგორიომ ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„სეზონის სტარტი ? ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი ვართ, იუვენტუსში ზაფხულში ბევრი ცვლილება მოხდა, თუმცა ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ, მწვრთნელის იდეებს ვიზიარებთ და განვითარებაზე ბევრს ვმუშაობთ. ვფიქრობ, ჩვენ სეზონი კარგად დავიწყეთ, თუმცა ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის.           

„სეზონის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვე გავიდა, ახალ ფეხბურთელებს ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდა და პროცესში რამდენიმე ქულა დავკარგეთ, მაგრამ ვიცით, რომ განვითარების დიდი პოტენციალი გვაქვს.

„რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ ერთად, რაც უფრო ხშირად გვაქვს ვარჯიშისა და თამაშის საშუალება, ჩვენ სულ უფრო უკეთ ვუგებთ ერთმანეთს. მოედანზე ქიმიის შექმნას დრო სჭირდება, თუმცა მთავარი არის ის, რომ თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად მოტივირებული და მონდომებულია.

„ვფიქრობ თუ არა ფაქტზე, რომ ერთ დროს იუვეს კარს ბუფონი იცავდა ? რა თქმა უნდა, ეს იყო ჩემი პირველი ფიქრი მას შემდეგ, რაც იუვენტუსის ფეხბურთელი გავხდი. იუვენტუსის რიგებში არაერთ გამორჩეულ კიპერს უთამაშია, თუმცა ჯიჯი მათ შორის გამორჩეულია.“

error: დაცული კონტენტი !