TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფეიენორდმა იუვეს ჰანცკოს ფასი შეუთვალა

იუვენტუსი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ფეიენორდის დავიდ ჰანცკო გახლავთ, მაგრამ ზამთარში ტურინელებს მისი გაფორმება გაუჭირდებათ.

ჯანი ბალძარინის ინფორმაციით, ნიდერლანდელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ, ამ თანხის დახარჯვა კი იუვენტუსს იანვარში არ შეუძლია.

ბიანკონერი იანვარში დაცვის ხაზის გაძლიერებას იჯარით აპირებს, მნიშვნელოვანი ტრანსფერები კი სეზონის ბოლოს განხორციელდება.

error: დაცული კონტენტი !