TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე იანვარში 3 ფეხბურთელის გაყიდვას ეცდება

იუვენტუსს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 2 მცველისა და ფორვარდის გაფორმება სურს, ამისთვის კი ბიანკონერის რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.

გლეისონ ბრემერის, ხუან კაბალისა და არკადიუშ მილიკის ფონზე, კრისტიანო ჯუნტოლის იანვარში საკმაოდ დატვირთული სატრანსფერო ფანჯარა ელოდება და Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინული გრანდი სასურველი პოზიციების გასაძლიერებლად საჭრო თანხების მოსაძიებლად რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას ეცდება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს არტურის, სამუელ მბანგულასა და დანილოს გაყიდვა სურს, ისინი მოტას გეგმებში არ შედიან და გუნდი მათ სანაცვლოდ გარკვეული თანხის გამომუშავებას ეცდება, რაც ჯუნტოლის საქმეს გაუმარტივებს…

error: დაცული კონტენტი !