იუვენტუსს ლინდელოფი შესთავაზეს
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსს მანჩესტერ იუნაიტედის მცველის ვიქტორ ლიდელოფის სამსახური შესთავაზეს.
30 წლის მცველის მიმდინარე კონტრაქტი წითელ ეშმაკებთან სეზონის ბოლოს იწურება და მანჩესტერი მისი იანვარში გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი შვედი ფეხბურთელის კანდიდატურას განიხილავს, მაგრამ ის ჯერჯერობით პრიორიტეტი არ არის.