ხუან კაბალი ტრავმირებულია
კოლუმბიის ნაკრებმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხუან კაბალი ტრავმირებულია და მომდევნო მატჩებში გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს.
კაბალს მუხლის ტრავმა დაუდასტურდა, ის ტურინში უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც გვეცოდინება, როდის დაუბრუნდება ის მოედანს.
დიდია ალბათობა, რომ კოლუმბიელ მცველს საკმაოდ დიდი ხანი გაუცდეს, რაც გუნდის უკანახაზში არსებულ რთულ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს.