სავონა:“ ნაკრებში თამაში დიდი პატივია, იუვენტუსში მიზანი სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნაა“
იუვენტუსის ტალანტმა ნიკოლო სავონამ, ვინც იტალიის ნაკრების ძირითად გუნდში პირველად გამოიძახეს, ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„როდის მივხვდი, რომ ნაკრებში მოხვედრის შანსი მქონდა ? როდესაც სეზონის სტარტზე იუვენტუსის ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშის, ამდენი უმაღლესი დონის ფეხბურთელისა და ჩემპიონის გვერდით ვარჯიშის საშუალება მომეცა, მივხვდი, რომ ჩემს კარიერაში ახალი სტადია იწყებოდა.
„პოზიცია მოედანზე ? დღევანდელ ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე შეგეძლოს თამაში. მე მცველი ვარ, მაგრამ შეტევაშიც შემიძლია ჩართვა და ვფიქრობ, ეს ჩემი მთავარი იარაღია.
„იუვენტუსის მიზანი ? ჩვენი მიზანი სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნაა და ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობთ, თუმცა ახლა მე ნაკრებში ვარ და მხოლოდ მომდევნო მატჩებზე ვფიქრობ.
„მოტა ? ტიაგო ჩვენ ძალიან ბევრს გვესაუბრება, მისთვის თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულება მნიშვნელოვანია, ის არის მწვრთნელი, ვისაც ვარჯიშის დროს ბედნიერი და მოტივირებული ფეხბურთელების ხილვა სურს. მოტამ მე ნდობა გამომიცხადა და ბევრ სათამაშო დროს მაძლევს, სანაცვლოდ კი ვცდილობ, მისი ნდობა მაქსიმალურად გავამართლო.
„ნაკრებში თამაშის ემოცია ? ეს ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნება და მიზანია. სპალეტიმ მე ნდობა გამომიცხადა, რის გამოც მას მადლობას ვუხდი და ვეცდები, გუნდის მოლოდინები გავამართლო.
„რჩევები კიელინისგან ? ჯორჯო არის ადამიანი, ვინც ძალიან საჭირო რჩევებს მაძლევს. ის ყოველთვის მიმეორებს, რომ თავდამბლობა და დაუღალავი შრომა ძალიან მნიშვნელოვანია.“