პოგბა და იუვე შეთანხმებასთან ახლოს არიან
პოლ პოგბას ისტორია იუვენტუსში დასასრულს უახლოვდება.
Sky Sport-ის ინფორმაციით, ტურინულ გრანდსა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის კონტრაქტის ორმხრივად გაწყვეტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და ფრანგი უახლოეს პერიოდში თავისუფალი აგენტი გახდება.
პოლი იუვენტუსში 2022 წელს დაბრუნდა, თუმცა ჯერ ტრავმების, შემდეგ კი დისკვალიფიკაციის გამო ბიანკონერის მაისურით მოედანზე სულ 161 წუთი გაატარა.