აჯიჩი კვლავ ტრავმირებულია…
იუვენტუსის ახალგაზრდა ტალანტს ვასილიე აჯიჩს სეზონის სტარტი ტრავმების გამო არც თუ ისე პოზიტიური გამოუვიდა.
ტიაგო მოტამ 18 წლის ტალანტი NextGen-იდან დააწინაურა და სეზონის წინ მასზე დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა გაუთავებელმა ტრავმებმა ახალგაზრდა ფეხბურთელს ჯერჯერობით თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა.
იუვენტუსის ოფიციალური განცხადების მიხედვით, აჯიჩმა კიდევ ერთი ტრავმა მიიღო. მას ბარძაყის კუნთის საშუალო ხარისხის ტრავმა დაუდასტურდა. ვასილიე განმეორებით შემოწმებას 15 დღეში გაივლის და მისი მოედანზე დაბრუნების დრო ამის შემდეგ გახდება ცნობილი.