მონტოლივო:“ იუვენტუსს შეტევაში უდიდესი პოტენციალი აქვს“
მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რიკარდო მონტოლივომ Sky Sport-თან იუვენტუსის შესახებ ისაუბრა.
„როდესაც იუვენტუსი დაცვაში თამაშს დაალაგებს, ბიანკონერი გაცილებით ძლიერი და სტაბილური იქნება.
„გლეისონ ბრემერის ტრავმამ გუნდის დაცვის ხაზს გარკვეული პრობლემები შეუქმნა, თუმცა ბოლო პერიოდში იუვენტუსმა სოლიდურობა და ორგანიზებულობა დაიბრუნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„იუვენტუსს შეტევაში უდიდესი პოტენციალი აქვს, ილდისი, კონსეისაუ და სხვები ნებისმიერ გუნდს პრობლემებს შეუქმნიან, ამიტომ დაცვის ხაზში არსებული პრობლემების მოგვარების შემდეგ მათ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეეძლებათ.“