TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დელ პიერომ იუვენტუსში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალექს დელ პიერომ გადაცემა BuffaTalks-ში ტურინულ გრანდში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, გუნდში უნდა იყოს ერთი ან მეტი ადამიანი, ვისაც კლუბის ისტორიაში თავისი წვლილი მიუძღვის.

„ჩემსა და იუვენტუსს შორის არსებულ ურთიერთობას და დამოკიდებულებას ვერაფერი შეცვლის იმის მიუხედავად, მომეცემა თუ არა გუნდში დაბრუნებისა და მუშაობის შესაძლებლობა.

„მე გამოწვევები მიყვარს, თუმცა ამავდროულად შემიძლია იმის აღიარება, რომ შესაძლოა სხვა კონკრეტულ ასპექტში ჩემზე უკეთესია.“

error: დაცული კონტენტი !