TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვეა:“ რთული მატჩი, მაგრამ გამარჯვების გამო ბედნიერი ვარ“

ტიმოთი ვეამ უდინეზესთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„როგორ ვგრძნობ თავს ? ძალიან დაღლილი ვარ, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული და ფიზიკურად მომთხოვნი მატჩი გამოვიდა, თუმცა გამარჯვების გამო ბედნიერი ვარ.

„თამაში ცხრიანის პოზიციაზე ? მე ჩემი კარიერის უდიესი ნაწილი სწორედ ამ პოზიციაზე მაქვს ნათამაშები, ამიტომ საჯარიმოში თამაშის პრობლემა არ მაქვს.

„ვგრძნობ თუ არა თავს მნიშვნელოვნად იუვენტუსის რიგებში ? დიახ, მე აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მიხარია, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. ჩვენ ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს, განვითარების დიდი პერსპექტივით. ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.“