დრაგუშინის აგენტმა ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
ტოტენჰემის მცველის რადუ დრაგუშინის აგენტმა, ვინც გასულ კვირებში იუვენტუსს დაუკავშირეს, კლიენტის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„მართალია რადუ ამ მომენტში ტოტენჰემის სასტარტოს წევრად არ მოიაზრება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდი მის გაშვებას განიხილავს.“
შეგახსენებთ, დრაგუშინი იუვენტუსის აკადემიის აღზრდილია. ის ჯენოას 2023 წელს 10 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა, გენუელებმა კი რუმინელი მცველი ტოტენჰემს 25 მილიონად მიყიდეს.