ტრევიზანი:“ ინტერი – იუვენტუსის მატჩი სხვა გალაქტიკიდან იყო…“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა რიკარდო ტრევიზანიმ ინტერი – იუვენტუსის მატჩი შეაფასა.
„ჩვენ სან სიროზე ინტერსა და იუვენტუსს შორის ვნახეთ მატჩი, რომელიც სხვა გალაქტიკიდან იყო. ასეთი ინტენსიობისა და რითმის დაპირისპირებას სერია ა-ში სხვა გუნდების შესრულებით ვერ ნახავ.
„ორივე გუნდმა დაამტკიცა, რომ მეტოქის მიერ დაცვაში დაშვებული თითოეული შეცდომა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნეს. ეს იყო დაპირისპირება, რომელზეც მომდევნო 30 წლის განმავლობაში ისაუბრებენ.
„იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა იტალიური ფეხბურთისთვის ათვლის წერტილი იქნება და მომავალში ასეთი ინტენსიობის მატჩებს სხვა გუნდების შესრულებითაც ვიხილავთ.”