TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ პარმასთან რთული მატჩი გველოდება, კოპმეინერსი გუნდის განკარგულებაშია“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ პარმასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„როგორც ყოველთვის, წინ განსხვავებული სახის მატჩი გველოდება, თუმცა ჩვენი მიზანი უცვლელია, მოედანზე გასვლა, კარგი თამაშის ჩვენება და გამარჯვების მოპოვება.

„გატის შემცირებული სათამაშო დრო ? არანაირი პრობლემა და დაპირისპირება არ არსებობს, ეს არის არჩევანი, რომელსაც მე თითოეული მატჩის წინ ვაკეთებ, თითოეული ჩემი გადაწყვეტილება იუვენტუსის წარმატებისკენაა მიმართული.

„ვლაჰოვიჩი ? მას ადრე თუ გვიან დასვენება მოუწევს. ჩვენ დუშანის შემცვლელები გვყავს, მაგრამ განსხვავებული მახასიათებლებით.

„ასპექტები, რომლებშიც უნდა მოვუმატოთ ? ჩვენ ყველა ასპექტზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, განსაკუთრებით კი უნდა ვეცადოთ, რომ 11-მეტრიანები და წითელი ბარათები თავიდან ავირიდოთ.

„კაბალის პროგრესი ? არა მხოლოდ ის, თითოეული ფეხბურთელი განვითარებას აგრძელებს, ისინი ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებიან და გუნდის დასახმარებლად მზად არიან.

„ტრავმირებულები ? კოპმეიენრსი დაგვიბრუნდა, ბრემერი, დუგლასი და არეკი კი ვერ ითამაშებენ.

„ინტერთან მატჩი ? ეს შეხვედრა უკვე წარსულს ჩაბარდა, ახლა ჩვენ ჩვენი 200 პროცენტი პარმასთან მატჩში უნდა დავდოთ.

„პარმა ძალიან კარგი გუნდია, მათ საინტერესო, ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მწვრთნელმა კი კარგად იცის, როგორ მოემზადოს მატჩისთვის. ისინი თავს კარგად იცავენ და კონტრ-შეტევებზე სახიფათოები არიან, ამიტომ რთული მატჩისთვის მზად უნდა ვიყოთ.“

error: დაცული კონტენტი !