საბატინი:“ ინტერი – იუვე ფეხბურთის ზეიმი იყო“
ლეგენდარულმა ვალტერ საბატინიმ იტალიური დერბი შეაფასა.
„ინტერი – იუვენტუსის მატჩი სან სიროზე ფეხბურთის ნამდვილი ზეიმი იყო. იუვენტუსი რთულ სიტუაციაშ გახლდათ, სან სიროზე ინტერთან 2-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა ტურინელებმა ხასიათი გამოავლინეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ტიტულისთვის იბრძოლებენ, თუმცა ვფიქრობ, სკუდეტო საბოლოო ჯამში ინტერს დარჩება.
„გუშინდელ მატჩში სერია ა-მ დაამტკიცა, რომ პრემეირ ლიგას არაფრით ჩამოუვარდება და მაღალ ტემპში თამაში იტალიელებსაც შეუძლიათ.“