დი კანიო:“ ტიაგო მოტამ იუვენტუსის მენტალიტეტი სრულად შეცვალა“
ყოფილმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ ინტერი – იუვენტუსის მატჩი შეაფასა.
„თუ დაცვაში ორივე გუნდის მხრიდან საშინელ შეცდომებს დავივიწყებთ, ეს ძალიან კარგი, სანახაობრივი და მაღალი ინტენსიობის მატჩი იყო.
„თამაშის მსვლელობის გათვალისწინებით, გუშინდელი შეხვედრის საბოლოო შედეგით კმაყოფილი იუვენტუსი უნდა იყოს. უნდა აღინიშნოს ტურინელების შეცვლილი მენტალიტეტი, გუნდი ბრძოლას აგრძელებდა მაშინაც კი, როდესაც ერთი შეხედვით ყველაფერი დასრულებული იყო. ასეთი მონდომებული და მებრძოლი იუვენტუსი გასულ წლებში არ გვინახავს.“