ბოლო ინფორმაცია ლუისის, კოპმეინერსისა და გონსალესის ტრავმების თაობაზე
ინტერთან მძიმე მატჩის შემდეგ, იუვენტუსი პარმასთან მატჩისთვის მზადებას შეუდგა და ტიაგო მოტას ამჯერადაც მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით მოუწევს ფონს გასვლა.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დუგლას ლუისი პარმასთან მატჩსაც გამოტოვებს და გუნდის განკარგულებაში კვირის ბოლოს, უდინეზესთან მატჩში დაბრუნდება.
ტეუნ კოპმეიენრსსა და ნიკო გონსალესს რაც შეეხება, ისინი ლილთან ან ტორინოსთან შეხვედრებში გუნდის განაცხადში მოხვდებიან.