TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბობანი:“ ინტერი ძლიერია, თუმცა იუვემ ხასიათი აჩვენა“

ლეგენდარულამ ზვომირ ბობანმა, ვინც ამჟამად Sky Sport-ზე კომენტატორი გახლავთ, ინტერი – იუვეს მატჩი შეაფასა.

„ეს ძალიან ლამაზი, თუმცა ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული შოუ იყო. მე-60 წუთზე ვინმეს რომ ეთქვა, რომ იუვე კიდევ 2 გოლს გაიტანდა და სახლში ქულას წაიღებდა, მე მას ვეტყოდი, რომ ფეხბურთის არაფერი გაეგება.

„ინტერმა დღეს დაამტკიცა, რომ უძლიერესი გუნდია, თუმცა იუვენტუსმა თავისი ხასიათი აჩვენა. მეორე ნახევარში ნერაძური უკეთესი იყო, მაგრამ ილდისის გამოსვლამ თამაშის სცენარი შეცვალა, გატიმ კი იუვენტუსს დაცვის ხაზში მეტი სტაბილურობა და ბალანსი შესძინა.

„სიმართლე რომ გითხრათ, მოტას არჩევანი, რომ გატის მაგივრად დანილო დააყენა, ჩემთვის გაუგებარია.“