TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ წინ შესანიშნავი მატჩი გველოდება, ინტერი ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ინტერთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„რამდენად მზად ვართ ხვალინდელი მატჩისთვის  ? ჩვენ თითოეულ შეხვედრას მოუთმენლად ველოდებით, ვართ მონდომებულები და ვიცით, თუ რა უნდა გავაკეთოთ სასურველი შედეგის მისაღწევად.

„როგორ უნდა გაიმარჯვოს იუვენტუსმა ? ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვენი თამაში, ვეცადოთ ბურთზე კონტროლის დამყარება და ვიყორ ორგანიზებულები როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ნაპოლი და ინტერი სერია ა-ში ფავორიტები არიან, თუმცა ჩვენ ბრძოლას ბოლო წამამდე ვაპირებთ>

„შტუტგარტთან მატჩი ? ვიცით, რომ იუვენტუსის მსგავსი ისტორიის და ტრადიციების მქონე გუნდში მოთხოვნები ყოველთვის უმაღლესია, თუმცა მარცხი ადრე თუ გვიან უნდა მოსულიყო. ჩვენ შეცდომები გავაანალიზეთ და ეს შეხვედრა წარსულში დავტოვეთ. ახლა ჩვენი მთავარი მიზანი ხვალინდელ მატჩში თავის საუკეთესოდ წარმოჩენაა.

„ილდისი ვლაჰოვიჩის უკან ? შეიძლება, ამას ხვალ ვნახავთ.

„რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი მატჩი ? ჩვენთვის არ არსებობს უმნიშვნელო შეხვედრა, ჩვენ თითოეულ მატჩში მოედანზე 200 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ. შენ შეიძლება წააგო, მაგრამ მოედანი თავაწულმა უნდა დატოვო და თქვა, რომ შენი მაქსიმუმი გააკეთე.

„ტრავმირებულები ? ჩვენ ლაზარეთდან არავინ დაგვბრუნებია და ვითამაშებთ იმ ფეხბურთელებით, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ჩემს განკარგულებაში იყვნენ.“