TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ილდისი:“ 10-ნომრიანი მაისური დიდი გამოწვევაა და მე ამისთვის მზად ვარ“

იუვენტუსის ფეხბურთელმა კენან ილდისმა FIFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ევროპის ჩემპიონატი ? მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ ასაკში ასეთ მნიშვნელოვან ჩემპიონატზე საკმაოდ ბევრი სათამაშო დრო მექნებოდა. ჩვენ ერთად 5 კვირა გავატარეთ, ერთმანეთი უკეთ გავიცანით და მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღეთ. ჩვენ ძალიან კარგი ნაკრები გვყავს და ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო კარგი შედეგებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

„საუბარი დელ პიეროსთან ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლის შემდეგ ? ეს ფილმის სცენარს ჰგავდა! სიმართლე რომ გითხრათ, მე ძალიან დაძაბული ვიყავი, ნერვიულობას კი ის ფაქტიც ემატებოდა, რომ საუბარი იტალიურად მიწევდა. დელ პიერო დიდებული ადამიანია, ის ხშირად მესიჯებს მიგზავნის, რაც ძალიან მახარებს.

„10-ნომრიანი მაისური ? ეს დიდი პატივი და ამავდროულად პასუხისმგებლობაა. შენ ამ მაისურის ტარებით სიამაყეს განიცდი, მაგრამ ამავდროულად გესმის, რომ გაქვს გარკვეული ვალდებულებები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს მაისური ლეგენდარული გახადა. მე 10-ნომრიანი მაისურით თავს კომფორტულად ვგრძნობ და იმედი მაქვს, გუნდის წარმატებში ჩემს წვლილს შევიტან.

„მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ? მე ამ ტურნირის ფორმატი ძალიან მომწონს და გამოწვევისთვის მზად ვარ.“