TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ინტერს იუვენტუსთან 4 ფეხბურთელი დააკლდება

იუვენტუსის მსგავსად, ინტერი მოახლოებულ Derby d’Italia-ს მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით ხვდება.

SportItalia-ს ინფორმაციით, ინტერის ლაზარეთს იანგ ბოიზთან მატჩის შემდეგ კარლოს აუგუსტოც შეემატა და ლომბარდიულ გრანდს იუვენტუსის წინააღმდეგ 4 ფეხბურთელი დააკლდება.

ხვალინდელ შეხვედრაში ინტერს ტრავმების გამო ფრანჩესკო აჩერბი, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ტაიონ ბუჩანანი და კარლოს აუგუსტო ვერ დაეხმარება.