TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ძოლა:“ ილდისის და დელ პიეროს შედარება ძალიან ადრეა, ინტერი – იუვე ?…“

ლეგენდარულმა ჯანფრაკო ძოლამ Tuttosport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„რამდენად მნიშვნელოვანია ინტერი – იუვენტუსი ? ეს დაპირისპირება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი, რადგან სეზონი ახალი დაწყებულია და წინ ძალიან ბევრი შეხვედრა გველოდება. ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანია არა სატურნირო ცხრილის, არამედ მენტალური თვალსაზრისით. პირდაპირ კონკურენტთან გამარჯვება გუნდს თავდაჯერებულობას მატებს.

„აქვს თუ არა ამ მატჩს მოტასთვის უფრო მეტი წონა ? არა, ეს ორივე გუნდისთვის და მწვრთნელისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა. იმის მიუხედავად, რომ მოტა იუვენტუსში ახლახანს მივიდა, ეს დერბიში მარცხის გასამართლებელი საბუთი არ იქნება.

„როგორ მატჩს ველოდები ? ძალიან კარგი და სანახაობრივი შეხვედრა ორ შესანიშნავ მწვრთნელს შორის, რომლებსაც თანამედროვე იდეები აქვთ.

„ილდისი ? კენანს დიდი ხანია ვაკვირდები, მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ილდისმა მუშაობა და განვითარება უნდა გააგრძელოს. მოტა არის მწვრთნელი, ვისაც ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა და მათი განვითარება ძალიან კარგად გამოსდის, ამიტომ ტიაგოს გუნდში ილდისი თავისი შესაძლებლობების წარმოჩენას შეძლებს.

„შედარება დელ პიეროსთან ? ეს ძალიან ადრეა, ალექსი მოედანზე სხვაობას ყოველთვის ქმნიდა და უმნიშვნელოვანეს გოლებს იტანდა, ილდისს დელ პიეროს დონეზე მისასვლელად ბევრი მუშაობა მოუწევს.

„ვლაჰოვიჩი ? ის ძალიან კარგი ფორვარდია და ამას დუშანის სტატისტიკაც ადასტურებს. ხალხი მისგან ყველა მატჩში 3 გოლის გატანას ითხოვს, რაც უსამართლობაა. ვლაჰოვიჩი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და ის მოტას გუნდში კიდევ უფრო მოუმატებს.“