TuttoJuve

Juve per sempre sarà

ფრანგი ტალანტი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში

კრისტიანო ჯუნტოლი ახალგაზრდა ტალანტების ძიებას აგრძელებს და ამჯერად იუვენტუსის დირექტორის ინტერესი ფრანგმა ფეხბურთელმა ალან ვირჯინიუსმა დაიმსახურა.

21 წლის გარემარბი ლილის მფლობელობაში იმყოფება, თუმცა იჯარის წესით იანგ ბოიზის რიგებში თამაშობს და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში უკვე 5 გოლის გატანა შეძლო, რითიც არაერთი გრანდის ინტერესი დაიმსახურა.

Calciomercato-ს ცნობით, იუვენტუსის სკაუტები ფრანგის რამდენიმე მატჩს დაესწრნენ და ფეხბურთელმა მათზე პოზიტიური შთაბეჭდილება მოახდინა. ბიანკონერის ახალგაზრდა ტალანტის გაფორმება, ვისაც შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდება.

33 views
error: დაცული კონტენტი !