TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დი გრეგორიო:“ იუვენტუსში უბედნიერესი ვარ”

იუვენტუსის კარის დარაჯმა მიკელე დი გრეგორიომ La Repubblica-სთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„იუვენტუსში გადასვლა ? როდესაც ჩემმა აგენტმა იუვენტუსის ინტერესის შესახებ მითხრა, მე ყურებს ვერ ვუჯერებდი. შიში ? არა, მე გამიჩნდა უდიდესი სიამაყის გრძნობა და გამახსენდა ის მომენტები, როდესაც არა მხოლოდ იუვენტუსში, არამედ სერია ა-ში თამაშსაც კი ვერ წარმოვიდგენდი.

„წარსული ინტერში ? ინტერმა ჩემთვის ბევრი გააკეთა და მე ამას არასოდეს დავივიწყებ. გუნდი გვერდში დამიდგა, როდესაც 13 წლის ასაკში მამა დავკარგე.

„იუვენტუსში გატარებული პირველი თვეები ? მე აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩემს ოჯახს პირველივე დღის შემდეგ ვუთხარი, რომ ეს ჩემი ადგილი იყო. გასაკვირია, რომ აქ ადაპტაცია იმაზე მოკლე დროში გავიარე, ვიდრე სხვა გუნდებში. როდესაც ჩემი შვილი ბაღში მიმყავს და სტადიონთან გავივლი, მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ.

„ჩემი კუმირები ? მე მომწონდა კაკა, აბიატი, ძანეტი, ცეზარი, ბუფონი და დელ პიერო. არ მესმოდა, რატომ უნდა გძულდეს ფეხბურთელი მხოლოდ იმიტომ, რომ ის სხვა გუნდის წევრია.“