TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე დრაგუშინის დაბრუნებას განიხილავს

იუვენტუსი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი სამიზნე ტოტენემის მცველი რადუ დრაგუშინია.

22 წლის იუვენტუსის აკდემიის აღზრდილს ლონდონურ გუნდში სათამაშო დრო ფაქტობრივად არ ეძლევა. მის აქტივში მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ჩატარებული 99 წუთია და ფეხბურთელის აგენტმა ღიად დაადასტურა, რომ მისი კლიენტი სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და გუნდის დატოვებას არ გამორიცხავს.

იუვენტუსი იანვარში დრაგუშინის იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.