TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოსტაკურტა:“ იუვენტუსი შტუტგარტთან მატჩს ზედმეტად ზერელედ მიუდგა და დაისაჯა კიდეც“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ბილი კოსტაკურტამ იუვენტუსი – შტუტგარტის მატჩი შეაფასა.

„იუვენტუსი ლაიფციგში ჩავიდა და შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც შტუტგარტზე 8 ქულით მეტი აქვს, შემდეგ კი კალიარისთან და ლაციოსთან ცუდად ითამაშა, ამ ყველაფერს კი გუშინდელი შეხვედრაც დაემატა.

„ვფიქრობ, ლაიფციგთან გამარჯვებამ იუვენტუსს ზედმეტი თავდაჯერებულობა შესძინა, ისინი მოედანზე ზედმეტად თავდაჯერებულები გავიდნენ და ამის გამო დაისაჯნენ კიდეც.“