TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პერინი:“ შტუტგარტმა დამსახურებულად გაიმარჯვა, ინტერთან მატჩისთვის მზად ვიქნებით“

იუვენტუსის კიპერმა მატია პერინმა, ვინც გასული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, შტუტგარტთან შეხვედრა შეაფასა.

„ჩვენ ძალიან გაბრაზებულები და იმედგაცრუებულები ვართ. მეტოქემ დაგვჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა, ჩვენ ამ ფაქტს თვალი უნდა გავუსწოროთ.

„ეს მარცხი ჩვენთვის გაკვეთილი იქნება, ამ შეხვედრაში ჩვენ მოედანზე ჩვეული მოტივაციითა და შემართებით არ გავედით, გვაკლდა ხასიათი და სიმამაცე. ჩვენ შეცდომებს გავაანალიზებთ და ეს გაკვეთილი მომავალში გამოგვადგება.

„ინტერთან მატჩი ? ჩვენ წინ ძალიან კარგი შეხვედრა გველოდება ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ და იუვე ამ მატჩს მომზადებული შეხვდება.

„მეტოქის დაუფასებლობა ? ჩვენი მთავარი იარაღი ჩვენი მოტივაცია და ბრძოლის სურვილია, რაც ამ შეხვედრაში გვაკლდა და ეს გამოჩნდა კიდეც. მინდა შტუტგარტს მივულოცო, მათ ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.“