TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ შტუტგარტი შესანიშნავი გუნდია, წინ ძალიან სანახაობრივი მატჩი გველოდება“

იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ შტუტგარტთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„როგორც პრეს-კონფერენციაზე ვთქვი, ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია და ვიცით, რომ წინ რთული დაპირისპირება გველოდება. მათ რეალის წინააღმდეგ ბერნაბეუზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, შიდა ჩემპიონატში კი დორტმუნდი გაანადგურეს, რაც შემთხვევით არ ხდება.

„ეს არის გუნდი, რომელიც ძალიან კარგ, შედეგიან ფეხბურთს თამაშობს, წინ ძალიან გახსნილი და საინტერესო შეხვედრა გველოდება.

„რაზეა დამოკიდებული სასტარტო შემადგენლობა ? ყველაფერზე, მეტოქეზე, ჩვენს ახლანდელ ფორმაზე, ჩემი ფეხბურთელების ენერგიასა და სხვა ასპექტებზე. ჩვენ ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ და ამისთვის სხვადასხვა მატჩში სხვა მახასიათებლები გვჭირდება.

„კამბიაზო სკამზე ? ის თავს კარგად გრძნობს და გუნდის დასახმარებლად მზად არის. დღეს სავონა და ხუანი იწყებენ, რადგან ისინიც კარგ ფორმაში არიან, მეორე ტაიმში კი ანდრეა გამოჩნდება, თუ ამის საჭიროება იქნება.

„ფაჯოლი ? მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ნიკოლომ, როგორც სხვა ფეხბურთელებმა განვითარებაზე ბევრი უნდა იმუშაონ. ფაჯოლიმ ეპიზოდების უკეთ წაკითხვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება უნდა ისწავლოს.“