TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩის ტრანსფერით კიდევ ერთი ევროპული გრანდი დაინტერესდა

იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში არსებული სირთულეების ფონზე, სერბი ფორვარდის გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე საუბრები სულ უფრო აქტუალური ხდება.

ვლაჰოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, ტურინულ გრანდს კი მისი ხელშეკრულების კიდევ 2-3 წლით გახანგრძლივება და ხელფასის 12-დან 9-10 მილიონამდე შემცირება სურს.

Calciomercato-ს ცნობით, თუ ვლაჰოვიჩმა იუვენტუსის წინადადებაზე უარი თქვა, ბიანკონერი მის სანაცვლოდ მიღებული წინადადებების განხილვის და სერბის იანვარში გაშვების წინააღმდეგი არ იქნება, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე შესაბამის თანხას გადაიხდის.

გამოცემის ინფორმაციით, არსენალის შემდეგ, ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესი გამოთქვა ბარსელონამაც. ბლაუგრანა ფეხბურთელის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და დიდია ალბათობა, მომდევნო კვირებში გუნდებს შორის მოლაპარაკებები დაიწყოს.