TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა კალულუს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

SportItalia-ს ცნობით, იუვენტუსმა მილანიდან იჯარით აყვანილი პიერ კალულუს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

წყაროს ინფორმაციით, ფრანცისკუ კონსეისაუს მსგავსად, ტურინული გრანდი ფრანგი მცველის გამოსასყიდი თანხის გადახდას და ფეხბურთელის შენარჩუნებას გეგმავს.

იუვენტუსს 24 წლის ფეხბურთელის გაფორმება, ვინც ტიაგო მოტას გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა, იჯარისა და ბონუსების ჩათვლით 20 მილიონი ევრო დაუჯდება.