TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი:“ პოგბა ? ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მისი ადგილი იუვეში არ არის“

იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ლაციოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„პოგბას სიტუაცია ? პოლი დიდებული ფეხბურთელი იყო, მაგრამ ის ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო უკვე ძალიან დიდი ხანია თამაშს ვერ ახერხებს, რის გამოც ჩვენ გუნდის გასაძლიერებლად დამატებითი ინვესტიციების განხორციელება მოგვიწია, ახლა კი გუნდი სავსეა.

„გეგმები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ ? ჩვენ ბრემერის ტრავმის გამო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს, თუმცა ჩვენ შესაბამის შესაძლებლობას უნდა დაველოდოთ, რადგან როგორც იცით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მარტივი არ არის და იანვარში საჭირო დონის ფეხბურთელის გაფორმება ძალიან ჭირს.

„გამარჯვება ნებისმიერ ფასად ? ჩვენ დომინანტი და კარგი ფეხბურთის თამაში გვსურს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის შედეგი და მოპოვებული ქულებია.

„სეზონის სტარტი ? ჩვენ სეზონის სტარტით ძალიან კმაყოფილები ვართ. ახლა გუნდს ბევრი ტრავმის გამო პრობლემები აქვს, თუმცა ჩვენს წინ არსებული გამოწვევებისთვის მზად ვართ, რადგან გამოწვევები განვითარების განუყოფელი ნაწილია.

„დუგლას ლუისი ? მას სეზონის სტარტზე გარკვეული ფიზიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს და ჩვენ დუგლასის ხარისხსა და შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ.“