ტურამი:“ ჩვენი მიზანი დღეს მხოლოდ გამარჯვებაა“
იუვენტუსის ფეხბურთელმა ხეფრენ ტურამმა ლაციოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ საკუთარ კედლებში უკვე 3 ფრე ვითამაშეთ, რაც ჩვენთვის მიუღებელია და დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი დამაკმაყოფილებელი შედეგი გამარჯვება იქნება.
„რა ასპექტში უნდა მოვუმატო, რომ სასტარტოს უცვლელი წევრი გავხდე ? ვფიქრობ, მე ცოტ-ცოტა ყველა ასპექტში მოსამატებელი მაქვს, ფიზიკურად, ტაქტიკურად. ეს ჩემთვის ახალი ჩემპიონატია, თუმცა თავს კარგად ვგრძნობ, მუშაობას ვაგრძელებ და შანსს მშვიდად ველოდები.
„ტიაგო მოტას დავალებები ? მან სირბილი, ბრძოლა და გუნდის დახმარება მთხოვა.“