TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალიენდო:“ ლუისი დიდებული ფეხბურთელია, მას ადაპტაციისთვის დრო უნდა მივცეთ“

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა ანტონიო კალინედომ, ვინც ისეთი ფეხბურთელების ინტერესებს იცავდა, როგორებიც რობერტო ბაჯო და დავიდ ტრეზეგე გახლავთ, იუვენტუსში დუგლას ლუისის რთულ სტარტთან დაკავშრებით კომენტარი გაკეთა.

„იტალიაში ჩვენ ყველაფერს ყოველთვის დაუყოვნებლივ ვითხოვთ და სხვა ჩემპიონატიდან გადმოსული ფეხბურთელისთვის დროის მიცემა არ გვინდა, რაც არასწორი მიდგომაა.

„ჩვენ მეტი მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ, ლუისი დიდებული ფეხბურთელია და მის ხარისხში ეჭვის შეტანა უბრალოდ წარმოიდგენელია. ის გასულ სეზონში პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თვეში ბრაზილიელი თავის შესაძლებლობებს სრულად წარმოაჩენს.

„ვლაჰოვიჩი ? ის არის ფეხბურთელი, ვინც იუვენტუსმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს. დუშანი ფიზიკურად და ტექნიკურად ძალიან კარგი ფორვარდია, რასაც მისი გამორჩეული მენტალობა და მონდომება ემატება.

„კიეზას გაყიდვა ? ეს არ გამკვირვებია. იუვენტუსი გამარჯვებისთვის შექმნილი გუნდია, რომელიც ყველასგან მაქსიმუმს ითხოვს და შენ ვერ გეყოლება ლიდერი, ვინც სეზონის ნახევარს ლაზარეთში ატარებს.“