TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დუგლას ლუისის ტრანსფერის დახურვის შემდეგ, ჯუნტოლი კოპმეიენრსზე გადაერთვება

მიკელე დი გრეგორიოს შემდეგ, იუვენტუსი ასტონ ვილადან დუგლას ლუისის ტრანსფერის დახურვას ცდილობს, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლი აქ გაჩერებას არ აპირებს და ტიაგო მოტასთვის შემადგენლობის გაძლიერებას გააგრძელებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, დუგლას ლუისის თაობაზე არსებული პრობლემის გადაჭრის შემდეგ, ჯუნტოლის მთავარი ამოცანა ატალანტასთან ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერის თაობაზე საერთო ენის გამონახვა იქნება.

ნიდერლანდელთან 5-წლიანი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო ბონუსების ჩათვლით 5 მილიონი ევრო იქნება, ახლა კი ტურინულ გრანდს საერთო ენის გამონახვა ატალანტასთან მოუწევს…