TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ დატვირთული კალენდარი თავის გასამართლებელი მიზეზი არ არის“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ლაციოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„რა ფორმაშია გუნდი ? ჩვენ პროდუქტიული დღეები გვქონდა, გუნდმა კარგად ივარჯიშა და ლაციოსთან მატჩისთვის მზად არის.

„ჩვენი მიზანი ხვალინდელ მატჩში არა მხოლოდ სასურველი შედეგის მოპოვება, არამედ კარგი თამაშის ჩვენებაა, კარგ თამაშში კი მე ბალანსს ვგულისხმობ. ჩვენ დაცვაში უნდა ვიყოთ სოლიდურები დაცვაში, შეტევაში კი შევქმნათ ბევრი მომენტი.

„დუგლას ლუისი ? ლუისი თავს კარგად გრძნობს და ვარჯიშს აგრძელებს. მომწონს, როდესაც რთულ მომენტებში ფეხბურთელი კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით ვარჯიშობს და მე ლუისმა ეს დამანახა.

„ვლაჰოვიჩი ? ვლაჰოვიჩი თავს კარგად გრძნობს და ხვალინდელ მატჩში ითამაშებს, თუმცა ცხრიანის პოზიციაზე თამაში არაერთ ფეხბურთელს შეუძლია, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დავალებებს მისცემ ფორვარდს.

„დატვირთლი კალენდარი ? ჩვენ ეს სეზონის დაწყებამდეც ვიცოდით და ახლა წუწუნს არ ვაპირებთ. ჩვენ ხვალ ლაციოს დავუპირისპირდებით, 2 დღეში კი ჩემპიონთა ლიგის თამაში გვაქვს, რომელსაც გუნდი მზად შეხვდება.

„აჯიჩი ? ის თავს კარგად გრძნობს, ვასილიე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, მას წინ შესანიშნავი კარიერა ელოდება.

„ბევრი ფრე ? თუ რომელიმე მატჩში ვერ ვიმარჯვებთ, ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ გამარჯვება არ დავიმსახურეთ. ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და შეცდომების გამოსწორებაზე ვიმუშაოთ. ხვალ ჩვენ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი და კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ისინი კარგ ფორმაში არიან და ვიცით, რომ რთული დაპირისპირება გველოდება.

„ტურამი ? ის თავს კარგად გრძნობს, ხეფრენს მამამისის სახით შესანიშნავი მასწავლებელი ჰყავდა, ის მოტივირებულია, ბევრს მუშაობს და გუნდის დასახმარებლად მზად არის.

„ფაჯოლი ? ის და ტიმოთი ვეა გუნდის დასახმარებლად მზად არიან.“