TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოჯი:“ ეს იუვეს ახალი ციკლია, გუნდს დრო უნდა მივცეთ“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ Radio Bianconera-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ? შემადგენლობა დასრულებული არ არის, გუნდს შეტევის ხაზში პრობლემები აქვს და ჯუნტოლის ერთი ფორვარდის გაფორმება მოუწევს. გონსალესს ფორვარდის ამპლუის მორგება შეუძლია, მაგრამ გუნდს სრულფასოვანი ცხრიანი სჭირდება.

„ცრუ ცხრიანი ? მოტას ბოლონიაში ჯოშუა ზირკზეე ჰყავდა, მას ბურთის მოძრაობა შესანიშნავად შეეძლო, იუვენტუსში კი ასეთი მახასიათებლების ფორვარდი არ ჰყავს. გუნდი ძალიან ბევრ ფრეს თამაშობს, იუვემ ამ პრობლემის მოგვარებზე უნდა იმუშაოს.

„კოპმეინერსი ? ის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ტეუნს ფორვარდის პოზიციაზე თამაში არ შეუძლია. ის სივრცეებს ძალიან კარგად ითვისებს, არის ძალიან ჭკვიანი, აქვს შესანიშნავი დარტყმა, მაგრამ როგორც სხვებს, მას ახალ მწვრთნელთან და გუნდთან ადაპტაციის გავლა მოუწევს.

„ეს იუვენტუსის ახალი ციკლის დასაწყისია, ჩვენ მათ დრო უნდა მივცეთ და იმედი ვიქონიოთ, ის წარმატებული იქნება.

„ილდისი ? კიდევ ერთი ძალიან კარგი და ნიჭიერი ფეხბურთელი. მან და ნიკომ ვლაჰოვიჩი მეტად უნდა მოამარაგონ, ასევე გოლებზე თავადაც უნდა იფიქრონ. ეჭვგარეშეა, რომ კენანს დიდი მომავალი აქვს.

„დუგლას ლუისი ? ამ მომენტისთვის ის მოლოდინებს ვერ ამართლებს. ბრაზილიელი ინგლისში შესანიშნავი იყო, ახლა კი ძალიან ნელია, ინტენსიობის გარეშე.“