TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ItalJuve ბრუნდება, ჯუნტოლი იტალიელების გაფორმებას გეგმავს

Calciomercato-ს ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას უკვე შეუდგა და ბიანკონერის დირექტორის მთავარი სამიზნეები იტალიელი ფეხბურთელები იქნებიან.

წყაროს ცნობით, დაცვაში ჯუნოლი სპეციას მცველის ნიკოლო ბერტოლას გაფორმებას ეცდება. ბიანკონერი ფეხბურთელის ტრანსფერზე იანვარში მუშაობას გეგმავს, თუმცა ის სეზონს სპეციაში იჯარის წესით დაასრულებს.

ნახევარდაცვაში ჯუნტოლი მილანის ყოფილი ფეხბურთელის სანდრო ტონალის ტრანსფერით ინტერესდება. წყაროს ცნობით, ტონალის სერია ა-ში დაბრუნება უნდა და მასთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება პრობლემა არ იქნება.

შეტევას რაც შეეხება, ბიანკონერის ერთ-ერთი პრიორიტეტი ნაპოლის შემტევი ჯაკომო რასპადორია. იუვე ზაფხულში მის იჯარით გაფორმებას ეცდება, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯუნტოლი ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელის ჩართვას ეცდება.