TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

იტალიური მედიის ინფორმაციით, FIFA მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის სპონსორების პოვნას ვერ ახერხებს, რაც ტურნირის გამართვას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

საკლუბო მუნდიალი 2025 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა კონტიტენტის საუკეთესო წარმომადგენლები მიიღებენ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაცით, FIFA ტურნირის სატელევიზიო უფლების გაყიდვას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს, რაც ჩემპიონატის საპრიზო ფონდის მთავარი ფინანსური წყარო უნდა გახდეს. ამის გარდა, არც თუ ისე დიდია ინტერესი პოტენციური სპონსორების მხრიდან და თუ მომდევნო კვირებში სიტუაცია არ შეიცვალა, ჩემპიონატი შეიძლება ჩაიშალოს.

შეგახსენებთ, სერია ა-ს ღირსებას ტურნირზე იუვენტუსი და ინტერი დაიცავენ.