TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი მალდინის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება…

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი დანიელ მალდინის მიმართ სერიოზულია.

Calciomercato-ს ცნობით, ბიანკონერი იანვარში სხვა პოზიციების გაძლიერებას გეგმავს, თუმცა სეზონის ბოლოს დანიელ მალდინი კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი სამიზნე იქნება.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ლეგენდარული პაოლოს შვილზე დაკვირვებას გააგრძელებს და დიდი ალბათობით ზაფხულში მონცასთან ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს.