TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ინტერი და იუვენტუსი დევიდისთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ცნობით, ზაფხულში იუვენტუსი და ინტერი ჯონათან დევიდის გაფორმებისთვის იბრძოლებენ.

იუვენტუსი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძიებაშია და კანადელი ფორვარდი კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ინტერი კი თავის მხრივ მარკუს ტურამის პოტენციურ შემცვლელს ეძებს. ფრანგი ფორვარდი ნერაძურის რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს, რითიც არაერთი გრანდის ინტერესი დაიმსახურა. მის კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი პუნქტისა და ინტერის ფინანსური პრობლემების ფონზე, ზაფხულში ტურამის გუნდიდან წასვლის შანსი საკმაოდ დიდია.

დევიდმა ლილთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი საბოლოოდ თქვა, ამიტომ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მისი გაფორმება სრულიად უფასოდ შეეძლება. იტალიურ გრანდებს კონკურენციას ინგლისელები გაუწევენ.