TuttoJuve

Juve per sempre sarà

შკრინიარს იუვენტუსში გადასასვლელად ხელფასის შემცირება მოუწევს

იუვენტუსი მილან შკრინიარის მიმართ ინტერესს არ კარგავს და მის გაფორმებას იანვარში იჯარით ეცდება, მაგრამ პრობლემა სლოვაკი ფეხბურთელის მაღალი ხელფასია.

ბიანკონერი შკრინიარს ტრავმირებული გლეისონ ბრემერის შეცვლის იდეალურ კანდიდატურად მოიაზრებს და პსჟ-ში მცირე სათამაშო დროის ფონზე, სერია ა-ში დაბრუნების წინააღმდეგი არც თავად შკრინიარია, თუმცა იუვენტუსში გადასასვლელად მას ხელფასის შემცირება მოუწევს.

29 წლის მცველი პარიზულ გუნდში წლიურად 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, იუვენტუსი კი მისი 6-თვიანი იჯარით გაფორმებას ეცდება და ხელფასის სახით შკრინიარს 2-2.5 მილიონს შესთავაზებს.

31 views
error: დაცული კონტენტი !