TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯორჯ ვეა:“ მე ყოველთვის იუვეს ქომაგი ვიყავი, მაგრამ მილანი ჩემი სახლია“

მილანის ლეგენდამ და ტიმოთი ვეას მამამ ჯორჯმა Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„კარიერა მილანში ? მათ მე პირველი წუთიდან თავი ისე მაგრძნობინეს, როგორც საკუთარ სახლში. ბერლუსკონი, გალიანი და მათი სტაფის წევრები შესანიშნავად დამხვდნენ, მათთან დღემდე კარგი მეგობრობა მაკავშირებს. მართალია მე იუვენტუსის ქომაგი ვიყავი, მაგრამ მათ წინააღმდეგ გოლი ყოველთვის გამქონდა.

„ტიმოთი ამერიკის ნაკრებში ? ის ნიუ-იორკში გაიზარდა და როდესაც დრო მოვიდა მითხრა, რომ ამერიკის ნაკრებში სურდა თამაში, მე კი მისთვის ხელი არ შემიშლია.

„ტიმოთი მილანში ? მე მალდინის მის შესახებ ვესაუბრე, მილანი ინტერესს მართლაც იჩენდა, თუმცა შემდეგ გამოჩნდა იუვენტუსი და ტრანსფერი მალევე დახურა.“