TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბარძალი:“ ბრემერი დიდი დანაკლისია, ვლაჰოვიჩი საგრძნობლად განვითარდა“

იუვენტუსის ლეგენდარულმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ბრემერის ტრავმა ? იუვენტუსმა ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. ბრემერი არის ფეხბურთელი, რომელიც ბოლო წლებში ძალიან განვითარდა და გუნდის ლიდერი გახდა. ვფიქრობ, ის თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, გლეისონი ტიაგო მოტას სქემას იდეალურად მოერგო და სამწუხაროა, რომ ასეთი მძიმე ტრავმა მიიღო.

„ტიაგო მოტას იუვე ? მისი იუვენტუსი განსხვავებულად, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. რა თქმა უნდა, იუვენტუსი ბოლონიასგან განსხვავდება და მოტაზე ახლა გაცილებით მეტი ზეწოლაა, თუმცა ის თავის იდეებზე უარს არ ამბბოს და არის გაბედული, რაც სასიხარულოა. იუვენტუსს მოტას ფეხბურთთან შეჩვევისთვის გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ეს ნორმალურია.

„ჰყავს თუ არა იუვეს საკმარისად ღრმა შემადგენლობა ? ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს. გუნდი კარგად არის დაკომპლექტებული, თუმცა ამ სეზონში კალენდარი კიდევ უფრო დაიტვირთა, ჩემპიონთა ლიგა უფრო რთული გახდა და ვნახოთ, იქონიებს თუ არა ეს გავლენას.

„ვლაჰოვიჩი ? როდესაც შენ იუვენტუსის მაისურით თამაშობ, მას ძალიან დიდი წნეხი ახლავს თან. ხალხი შენზე საუბრობს, გაქებს და გაკრიტიკებს, ეს მე არ მაკვირვებს. ვფიქრობ, ვლაჰოვიჩმა იცის, რომ კრიტიკას ზედმეტი ყურადღება არ უნდა მიაქციოს და მათ პასუხი მოედანზე გასცეს. დუშანი ბოლო პერიოდში ძალიან განვითარდა, თუმცა ეს მისი მაქსიმუმი არ არის.“