TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბოლო ინფორმაცია იუვენტუსის ლაზარეთიდან

იტალიური მედიის ინფორმაციით, იზრდება შანსი, რომ ტეუნ კოპმეიენრსი ლაციოსთან მატჩში გუნდის განაცხადში იქნება.

Tuttomercato-ს ცნობით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შეაწუხებს ფეხბურთელს ტკივილი და შეძლებს თუ არა ის დამცავი მაისურით დისკომფორტის გარეშე თამაშს.

გუნდის განკარგულებაში დაბრუნდა ტიმოთი ვეა. მან სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა და ლაციოს წინააღმდეგ ტიაგო მოტას განკარგულებაში იქნება.

ნიკო გონსალესს რაც შეეხება, მისი დაბრუნება 27 ოქტომბერს, ინტერთან მატჩშია მოსალოდნელი.