TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზა:“ ვლაჰოვიჩთან ერთად თამაში მსიამოვნებს, ტრავმამ კარიერის წინსვლა შეაფერხა…“

იუვენტუსის ვინგერმა ფედერიკო კიეზამ ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„როგორია იყო პროფესიონალი ფეხბურთელის შვილი ? ამას ჩემთვის არანაირი სირთულე არ შეუქმნია. ჩემი მიზანი ბავშვობიდან სერია ა-ში მოხვედრა და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა იყო, რაშიც მამაჩემის რჩევები ძალიან დამეხმარნენ.

„ვლაჰოვიჩი ? მე მის გვერდით თამაში ძალიან მომწონს, ის დიდებული ფეხბურთელი და ძალიან კარგი მეგობარია. გამიმართლა, რომ კარიერაში არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელთან მომიწია თამაში. რონალდუ, დიბალა, მურიელი, საპონარა, ილიჩიჩი და დიდებული ფრანკ რიბერი. ტექნიკური და დრიბლინგის თვალსაზრისით, რიბერი და დიბალა საუკეთესოები არიან, ვისთანაც მითამაშია.

„ტრავმა ? ეს რთული პერიოდი იყო. ტრავმამ ჩემი კარიერის წინსვლა ნამდვილად შეაფერხა, თუმცა მე ბევრი რამ ვისწავლე. ფორმის დაბრუნება მარტივი არ იყო, თუმცა ახლა მე იმ დონეზე ვარ, რომელზეც ტრავმის მიღებამდე ვიყავი.“