TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ვიცე-ვლაჰოვიჩის პოზიციაზე ბეტოს კანდიდატურას განიხილავს

იუვენტუსი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძიებას აგრძელებს და კრისტიანო ჯუნტოლი ერთდროულად რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ევერტონის ფორვარდი ბეტოა.

26 წლის ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია იუვენტუსის სატრანსფერო სამიზნეა. უდინეზეს ყოფილი შემტევის გაფორმება ტურინულ გრანდს 20-25 მილიონად შეეძლება.