TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბერარდი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში დაბრუნდა

იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დომენიკო ბერარდის გაფორმებას განიხილავს.

ტურინული გრანდი იანვარში შეტევის გაძლიერებას გეგმავს და ბერარდი, ვისაც როგორც ფლანგზე, ასევე ცხრიანის პოზიციაზე შეუძლია თამაში, ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე იქნება.

ბერარდიმ უკვე დაადასტურა, რომ მას იუვენტუსში გადასვლა სურს (იხილეთ აქ), ამიტომ ტურინულ გრანდს ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის შეთანხმება არ გაუჭირდება.

სასუოლო დომენიკოს სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონს ითხოვს.

55 views
error: დაცული კონტენტი !