TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტიელმანსი:“ დუგლას ლუისი დიდებული ფეხბურთელია და ის ამას აუცილებლად დაამტკიცებს“

ასტონ ვილას ნახევარმცველმა იური ტიელმანსმა იუვენტუსში დუგლას ლუისის სირთულეებზე ისაუბრა.

„მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დუგლას ლუისი დიდებული ფეხბურთელია. ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო, თუმცა გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

„ის ძალიან შრომისმოყვარეა და დარწმუნებული ვარ, თავის შესაძლებლობებს უახლოეს პერიოდში ყველას დაანახებს.“